რეზონანსი
15.10.2018

 (რეზონანსი) თბილისის მეტროს მეორე ხაზი ცალმხრივად მუშაობს. მეტრო ვაჟა-ფშაველადან სადგურის მიმართულებით მოძრავი ხაზი დროებით შეჩერებულია.

შეფერხების მიზეზად თბილისის სატრანსპოტო კომპანიამ მატარებლის ტექნიკური გაუმართაობა დაასახელა.

"მეტროსადგურ წერეთელზე ტექნიკური შეფერხების გამო აუცილებელი გახდა მატარებლის ჩიხში შეყვანა, რამაც გამოიწვია თბილისის მეტროს მეორე ხაზის დაკეტვა, მატარბელის ჩიხში შეყვანისთანავე მოხდება მოძრაობის აღდგენა. პრობლემის აღმოსაფხვრელად ადგილზე უკვე იმყოფება ტექნიკური ჯგუფი", - განუცხადეს "პირველს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×