(რეზონანსი) "არ დავუკითხივარ. დაბარებული ვარ როცა დამიძახებენ მივალ. რა მაქვს დასამალი" - აცხადებს "ქართული ოცნების" დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე სკანდალურ ჩანაწერებზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშრებით.
ჩანაწერის თაობაზე, რომელზეც პროკურატურის მტკიცებით გამოძიება უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს, დაკითხული ამ დრომდე არ არის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ვიქტორ ჯაფარიძე.
მთავარი საგამოძიებო უწყება კი ამბობს, რომ გამოძიება 12 ოქტომბერს, ჩანაწერის მედიით გავრცელებამდე დაიწყო.
როგორც ჯაფარიძემ "ტვ პირველის" დღის ამბებში განაცხადა, ის არ დაუკითხვთ. მისივე თქმით, მზად არის გამოძებასთან ითანამშრომლოს.
მირზა სუბელიანის განცხადებებს კი დეპუტატი "არასერიოზულს" უწოდებს და ამბობს, რომ სუბელიანი სტრესშია და დალაგებულად ვერ საუბრობს - "ჭკუაარეულმა კაცმა რა ილაპარაკა ნაკლებად საინტერესოა", - აცხადებს ჯაფარიძე "დღის ამბებში".