რეზონანსი
15.10.2018

 (რეზონანსი) სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, გუშინ გავრცელებული საუბრის ჩაწერით თავად მირზა სუბელიანის უფლებები დაირღვა. ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი მირზა სუბელიანს, თანხმობის შემთხვევაში, უფლებების დაცვაში დაეხმარებიან.

"მისი უფლებები, ამ შემთხვევაში, არის დარღვეული იმიტომ, რომ რეალურად კონფიდენციალური საუბრის ჩაწერა მოხდა ამ შემთხვევაში და ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით მისი უფლებების დაცვაში, თუკი მას ექნება სურვილი, რომ მოგვაწოდოს დამატებითი რაიმე ინფორმაცია ამ გარემოებების შესახებ, თუნდაც ჩაწერასთან თუ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. იქ არის ასევე საუბარი ისეთ ფაქტებზე, რაც მის წინააღმდეგ მეტყველებს ძალიან სერიოზულ დანაშაულებზე, ამიტომ, არ ვიცი, რამდენად გულწრფელი იქნება, რამდენად ექნება სურვილი მას ჩვენთან თანამშრომლობის", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მირზა სუბელიანს სახალხო დამცველის წარმომადგენლები ხვდებიან. შეხვედრა უკვე ორი საათია მიმდინარეობს. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მირზა სუბელიანი მათთან დეტალურად ისაუბრებს მის მიერ ნახსენებ საქმეებთან დაკავშირებით.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×