(რეზონანსი) საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე ადასტურებს, რომ იგი პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს მირზა სუბელიანს საპატიმროში რამდენიმეჯერ შეხვდა.
როგორც ვიქტორ ჯაფარიძე აცხადებს, მას მირზა სუბელიანის მიერ მონათხრობი სერიოზულად არ მიუღია.
"რამოდენიმეჯერ შევხდი მაგ კაცს, მისი დაჟინებული მოთხოვნით. ვინახულე, ის სტრესულ მდგომარეობაში, სამარტოვე საკანში. არასერიოზულად მივიჩნიე მირზას ლაპარაკი. სერიოზული ვერაფერი ვერ მოვისმინე, რა თქმა უნდა.
შინაარსი კი არ არის მთავარი, მთავარი ის არის პატიმართან შესული პარლამენტის წევრის საუბარი არის ჩაწერილი. ოფიციალური წერილით მივმართე პარლამენტის თავმჯდომარეს და ავიღე ნებართვა. თვითონ იძახის, რომ სთხოვე, მე დამსახურება მაქვს და იქნება შეღავათი გამიწიონო და რას მთხოვს. თვითონ რას თვლის დამსახურებად ეგ მე არ ვიცი, მაგრამ მე გეუბნებით რაც ვიცი. არასერიოზულად მივიჩნიე მირზას ნასაუბრები. არასერიოზულია, არ არის ლოგიკასთან არც ერთი რასაც ეგ ლაპარაკობს"-აცხადებს ვიქტორ ჯაფარიძე.