(რეზონანსი) ზაზა სარალიძის განცხადებით, გუშინდელმა გავრცელებულმა ჩანაწერებმა დაადასტურა ის, რასაც თავად რამდენიმე თვის განმავლობაში აცხადებდა, რომ მოზარდის მკვლელებს ხელს მირზა სუბელიანი აფარებდა, რომელიც თავის მხრივ ხელისუფლებას კომპრომატებით ემუქრებოდა.
"ერთი წელი კი არ უნდა მოუწიოს ციხეში ყოფნა მირზა სუბელიანს, მთელი ოჯახიანად უნდა მოუწიოს სამუდამოდ ციხეში ყოფნა. დაამტკიცა კიდევ ერთხელ, რომ ზაზა სარალიძე არასდროს არ იტყუებოდა და არასდროს არ ვამბობდით ჩვენ ტყუილს, რომ კომპრომატები ჰქონდა რაღაც მირზა სუბელიანს, რომლითაც აშანტაჟებდა ხელისუფლებას.
ქვეყნისთვის კეთილი საქმე გავაკეთეო, ქვეყნისთვის კი არ გააკეთა კეთილი საქმე, „ქართული ოცნებისთვის" გააკეთა მაგ ნაძირალამ. მთელი ხელისუფლება არის მკვლელებით დაკომპლექტებული.
"მივმართავ ბატონ გახარიასა და ბატონ თადუმაძეს. სოჩიკი ჩართულია და მალე დაასრულებს წიკწიკს. სანამ წიკწიკებს, კალანდია მკვლელობის მუხლით მიეცით პასუხისგებაში", - ამბობს ზაზა სარალძე.