რეზონანსი
15.10.2018

 ჟურნალისტი, პოლიტოლოგი და "2030"-ის ყოფილი წამყვანი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

,,ღმერთმა ყველას ბარაქა მისცეს, მაგრამ პატიოსნად. ხელისუფლება რომ ხარ, ქვეყანას რომ ვერაფერი შესძინე, თითოეული ჩვენგანის ჯიბიდან რომ უკანასკნელ თეთრებს ფხიკავ და მთელი ფული მიგაქვს, უტიფარი და დამნაშავე ხარ, აბა, რა ხარ.

ლამის ყველა ბიზნესის უკან ხელს რომ ითბუნებ, ფასები რომ ცაში გარბის და თითოეულ ჩვენგანს ლამის ტვინი გვეღრძოს იმის ფიქრში, როგორ გადავანაწილოთ ეს არაფრად ქცეული შემოსავალი, მერე დგახარ და ურცხვად მიცხადებ, დღეს ხალხი უკეთ ცხოვრობსო, შუბლის ძარღვი გაქვს გაწყვეტილი, აბა, რა გაქვს.

შენი ხალხი რომ უსამართლობას ებრძვის ყოველდღე, შენ კი დაგდებულხარ და იბღინძები, გადასაგდები ხარ სანაგვეზე, აბა, რა ხარ.

“ქართულ ოცნებავ”, ძველი ქართული ანდაზაა, ერთი დრო არავის შერჩენიაო, არც თქვენ შეგრჩებათ, ადრე თუ გვიან პასუხს აგებთ ჯერ თითოეული ჩვენგანის და მერე ღვთის წინაშე, არ შეგრჩებათ ეს ერთი დრო, არა”, -  წერს არჩილ გამზარდია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×