რეზონანსი
15.10.2018

 რუსეთის მთავრობა სამედიცინო მიზნებისთვის ოპიუმის ყაყაჩოს კულტივირებას დაუშვებს. მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი უკვე მთავრობაშია შესული. „იტარ-ტასის“ ცნობით, იგეგმება იმპორტის ჩანაცვლება ადგილობრივი სუბსტანციებით. ამ მიზნით ქვეყნის სამხრეთში 200 ჰექტარი მიწის გამოყოფა უნდა მოხდეს.

ოპიუმის ყაყაჩოს ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების წარმოებისთვის იყენებენ. დღემდე რუსეთში შესაბამისი მასალების იმპორტი იმ ქვეყნებიდან ხორციელდება, სადაც ოპიუმის ყაყაჩოს კულტივირება სახელმწიფოს კონტროლით არის დაშვებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×