რეზონანსი
14.10.2018

 აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე შემაშფოთებელ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს:

,,მეგობრებო, მაქსიმალურად მიაწოდეთ ინფორმაცია ახლობლებს: შემოდგომას, როგორც წესი, გავრცელებულია ნაწლავური ინფექციები, მაგრამ წელს არის განსაკუთრებით საშიში შტამები! ჩემი კლინიკის გამოცდილი და საუკეთესო პროფესორებიც ვერ იხსენებენ ასე მძიმედ მიმდინარე ამდენ შემთხვევას – დაავადების დაწყებისთანავე იწყება თირკმლების უკმარისობა, ხშირად მუცელში სითხის დაგროვება და სისხლი გამონაყოფში…

ინფექციებში და ეპიდემიოლოგიაში ჩემთვის ყველაზე დიდმა ავტორიტეტმა და მეგობარმა, პაატა იმნაძემ გამახსენა, რამდენიმე წლის წინ გერმანიაში გავრცელებული ეპიდემიაა ჩვენთან ახლა" - წერს დავით გადელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×