რეზონანსი
14.10.2018

 ქართველმა სტუდენტებმა პირველებმა შექმნეს ადგილობრივი წარმოების საათი Airadi, რომელიც ჰაერის დაბინძურებას ზომავს. Airadi ჭკვიანი მაჯის საათია, რომელიც ჰაერის დაბინძურების, ტემპერატურისა და ტენიანობის შესახებ აძლევს მომხმარებელს ინფორმაციას.

პროექტზე მუშაობა სამი თვეა უკვე მიმდინარეობს, შექმნილია პროდუქტის პროტოტიპი და დიზაინი. სტარტაპმა ასევე ჩაატარა ბაზრის კვლევაც. სტარტაპში ამბობენ, რომ პროდუქტის დახვეწასა და სერიულ წარმოებაში ჩაშვებას გეგმავენ.

Airadi Social Impact Award-ის ერთ-ერთი გამარჯვებული სტარტაპია. მათ პრიზის სახით – 2000 ევრო გადაეცათ. ამ თანხას სტუდენტები პროტოტიპის გასაუმჯობესებლად და დასახვეწად გამოიყენებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×