რეზონანსი
14.10.2018

 ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში „ოპელის“ მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც სატრანსპორტო საშუალებას ცეცხლი გაუჩნდა. დაშავდა ავტომანქანის მძღოლი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

 „გამოძახებისას ადგილზე დაგვხვდა ცეცხლმოკიდებული მსუბუქი ავტომანქანა. ოპერატიული რეაგირების შედეგად, მალევე მოხდა ცეცხლის ლიკვიდირება. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია“, – აცხადებს მეხანძრე- მაშველი გრიგოლ არჩილია.

 შემთხვევის ადგილზე ჯერაც მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და პოლიცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×