რეზონანსი
14.10.2018

 განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მეორედ დაქორწინდა. ინფორამაცია ამის შესახებ რამდენიმე თვის წინ გავრცელდა, თუმცა მაშინ წყვილი ამ ფაქტს არ ადასტურებდა. ახლა კი ყოფილმა მინისტრმა მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა.

მისი მეუღლე მაია მუშკუდიანია, რომელიც ასევე განათლების სისტემაში მუშაობს. ისინი ჯეჯელავას მინისტრობის დროიდან თანამშრომლობდნენ და ახლაც ერთად მოღვაწეობენ - პირადი და პროფესიული განვითარებისთვის, განათლების პოპულარიზაციისთვის ტრენინგებისა და ლექციების ორგანიზებით არიან დაკავებული.

 "მშობლები.გე"-ს ინფორმაციით, მანამდე მინისტრი ნატალია მუხადგვერდელზე იყო დაქორწინებული, რომელთან ერთადაც ქალიშვილს ზრდიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×