რეზონანსი
14.10.2018

 (რეზონანსი) დიდი ბრიტანეთის პრინცის ჰარის და მისი ცოლის მეგან მარკლის კერძო თვითმფრინავი მეხმა დააზიანა. ამის შესახებ Mirror-ი წერს.

შემთხვევა 21 სექტემბერს მოხდა, თუმცა ამის შესახებ ახლა გახდა ცნობილი. 40 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების თვითმფრინავს მეხი მაშინ დაეცა, როდესაც სამეფო ოჯახის წევრები ლონდონიდან ამსტერდამში მიემგზავრებოდნენ.

მედიის ცნობით, თვითმფრინავი სხიპჰოლის აეროპორტში დაეშვა, რის შემდეგაც ის შეაკეთეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×