რეზონანსი
14.10.2018

 (რეზონანსი) საქართველოში დასაქმებასთან დაკავშირებით არსებული სირთულეების ფონზე, სტუდენტებს პროფესიის დაუფლებასთან ერთად მუშაობაც ხშირად უწევთ. ნაწილი მუშაობს იმისთვის, რომ საკუთარი თავის ფინანსურად უზრუნველყოფა შეძლოს, სხვების მდგომარეობა უფრო სახარბიელოა, რადგან ისინი მუშაობით პროფესიული გამოცდილების მიღებას ცდილობენ, ნაწილი კი სტუდენტობის პერიოდში საერთოდ არ მუშაობს. - ამის შესახებ ინფორმაციას IPM-ი ავრცელებს.

ევროპის ქვეყნებში განხორციელებული საერთაშორისო კვლევა ევროსტუდენტი VI-ის მონაცემებით, ქართველ სტუდენტებს დასაქმების საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი აქვთ. მათი 30% დასაქმებულია დროებით, ან მუდმივ სამსახურში. მათივე ინფორმაციით, საქართველოში სტუდენტთა ასაკი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს შორის.

გამოკითხვით ირკვევა, რომ სტუდენტთა მუშაობის მიზეზები განსხვავებულია, თუმცა ქართველი სტუდენტების მიერ დასაქმების მიზეზად, უმეტესად, შრომის ბაზარზე გამოცდილების მიღება სახელდება (73,8%). 43,5%-ს მუშაობა საცხოვრებელი ხარჯების დაფარვის გამო უწევს, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია სხვა ქვეყნებთან შედარებით; ევროპელი სტუდენტების შედარებით დიდი ნაწილი ასახელებს ამ მიზეზს, როგორც მუშაობის მოტივაციას.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×