(რეზონანსი) "ჩვენს წინაპრებს უთქვამთ, რომ ადამიანებმა, ქართველმა ადამიანმა რომ აიღოს ხელში მიწა და გამოწუროს, მოწამეების სისხლი გადმოედინება მას, მაგრმა ამავე დროს ჩვენ ვიცით, რომ დიდი მადლი ტრიალებს ამ წმინდა ადგილზე", - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა."მეფის კურთხევა ხდებოდა სვეტიცხოველში, პატრიარქების კურთხევა, ეპისკოპოსების კურთხევა, ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესაწაულს. მცხეთა განსაკუთრებული ქალაქია და განსაკუთრებული ადგილია, ქრისტეშობამდე 6 საუკუნით ადრე იყო ჩამოტანილი ხალენი წმინდა ილია წინასწარმტყველისა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ დროს დაიწყო ურთიერთობა ებრაელებსა და ქართველებს შორის. გაცილებით ადრე დაიწყო. უცნობ ქვეყანას არ წაიღებენ ამ დიდი სიწმინდეს. შემთხვევით არ არის, აქ იყო ჩამოტანილი კვართი ჩვენი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ესეც არ არის შემთხვევითი, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლაწმიდისა ღვთისმშობლისა. ყველაფერი მეტყველს იმის შესახებ, რომ ეს სიწმინდების ჩამობრძანება, რომ მცხეთა ახალი იერუსალიმია, წმინდა ქალაქი და ჩვენ თავყვანსა ვცემთ ამ წმიდა ადგილს. გარდაცვალების წინ მეფე მირიანმა უარი თქვა დასაფლავებულიყო ამ ადგილას. ის თვლიდა უღირსად თავის თავს, რომ აქ მომხდრიყო მისი დაკრძალვა და დაიკრძალა სამეფო ბაღში, სადაც არის სამთავროს დედათა მონასტერი. ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ ღმერთმა გვიბოძა ეს სამშობლო. გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს და მადლი უფლის გვაფარვდეთ თქვენ და საქართველოს. წყალობა, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს საქართველოში" - ბრძანა პატრიარქმა. შეგახსენებთ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია "სვეტიცხოვლობა"-ს ყოველი წლის 14 ოქტომბერს აღნიშნავს.