რეზონანსი
14.10.2018

 (რეზონანსი) ქუთაისში, დავით აღმაშენებლის მოედანზე,"მერსედესის" მარკის ავტომობილი ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრის შენობაში შევარდა.

შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი, ავტომობილის მძღოლი, დაშავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი თამარ მეფის ქუჩაზე საპირისპირო მიმართულებით, მაღალი სიჩქარით მოძრაობდა.

ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები იმყოფებოდნენ. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, პოლიციამ კი მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×