რეზონანსი
14.10.2018

 (რეზონანსი) მცხეთაში სვეტიცხოვლობაზე პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე და თბილისის მერი კახი კალაძე ერთად გამოჩნდნენ. მათ მოსახლეობას დღესასწაული მიულოცეს.

„მინდა ჩვენს მოსახლეობას, ყველა მართლმადიდებელს მივულოცო დღევანდელი დღე. სვეტიცხოველი იყო, არის და მუდამ იქნება ქართველი ერისთვის რწმენის სიმტკიცის სიმბოლო. მინდა, ყველას მივულოცო დღევანდელი დღე", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მანამდე იქ პრეზიდენტობის კანდიდატები - სალომე ზურაბიშვილი, შალვა ნათელაშვილი და დავით ბაქრაძე მივიდნენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×