რეზონანსი
14.10.2018

 (რეზონანსი) თურქეთის დასავლეთ პროვინცია იზმირში ავტოსაგზაო შემთხვევას სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. არიან დაშავებულებიც.

გამოცემის ინფორმაციით, სატვირთოს, რომელიც ავარიაში მოყვა მიგრანტები გადაჰყავდა. ირკვევა, რომ სატვირთო ავტომობილმა გზის დამცავი ჯებირი გაარღვია და 20 მეტრის სიმაღლიდან სარწყავ არხში გადავარდა. ავარიის გამომწვევი მიზეზი ცნობილი არ არის.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. მომხდარზე სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×