(რეზონანსი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს "კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას" დღესასწაულს აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სვეტიცხოველში, 14 ოქტომბერს, 10:00 საათზე სადღესასწაულო საღვთო ლიტურგიას აღავლენს.
დღესასწაულთან დაკავშირებით, მცხეთაში დაგეგმილია სპორტული ღონისძიებები, მოეწყობა საბავშვო გასართობ-შემეცნებითი კუთხე.
11:00-18:00 სთ-მდე გაიმართება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.
11:00-17:00 სთ-ზე სადღესასწაულო კონცერტი (მცხეთის მუნიციპალიტეტი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონი და მომღერალ-მგალობელთა გუნდი „დიდგორი").
13:00-14:00 სთ-ზე მცხეთის 2018 წლის „საპატიო მოქალაქეების" წარდგენა-დაჯილდოება.
15:00-16:00 სთ-ზე საბავშვო სპექტაკლი.
15:00 - 16:30 სთ-ზე ქუჩის თეატრი - საკარნავალო მსვლელობა.
19:30 - 21:00 სთ-ზე საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი".
16:00 - 17:30 სთ-ზე ქალაქ მცხეთის ბენდი ,,The light room".
21:00 - 22:00 სთ-ზე ელექტრონული მუსიკა - DJ Alex.
საზეიმო ღონისძიებებს 21:00 სთ-ზე ფოიერვერკი დაასრულებს.