რეზონანსი
14.10.2018

 ქუთაისში ღამით ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა. ქუთაისში მსუბუქი ავტომობილი ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრის შენობის კარს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ავტომობილის მძღოლი, ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა, იგი სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თვითმხილველთა ინფორმაციით, "მერსედესის" მარკის ავტომობილი, თამარ მეფის ქუჩაზე, სადაც გადაადგილება მხოლოდ ცალმხრივად არის დაშვებული, საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×