რეზონანსი
13.10.2018

 სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ იორ­მუ­ღან­ლო­ში მე­თერ­თმე­ტეკ­ლა­სე­ლი გო­გო­ნა მო­ი­ტა­ცეს. არას­რულ­წლო­ვა­ნი შემ­თხვე­ვის დროს სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დრო­საც ის 25 წლამ­დე ასა­კის ბიჭ­მა მო­ი­ტა­ცა. შემ­თხვე­ვა გუ­შინ სა­ღა­მოს მოხ­და. ოჯა­ხის წევ­რებ­მა პო­ლი­ცი­ას უკვე მი­მარ­თეს.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ტენ­სი­უ­რი სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვეთს გუ­ლის­ხმობს. და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 10 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"ორი უცნობი პიროვნება შემოვარდა სახლში, ხელ-პირი შეუკრეს, ძალით წაიყვანეს, ჩასვეს მანქანაში. გუშინ ექვსი საათის მერე ვეძებთ, მაგრამ არანაირი კვალი," - განაცხადა კაზამფარ მამედოვმა.

25 წლის ბიჭის ოჯახში ადასტურებენ, რომ ბიჭმა გოგო ნამდვილად მოიტაცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×