რეზონანსი
13.10.2018

 სალომე ზურაბიშვილის შტაბის ცნობით, დაიწვა სატვირთო ავტომობილი, რომელსაც პრეზიდენტობის კანდიდატის სარეკლამო მაისურები გადაჰქონდა. შტაბის ცნობით, შემთხვევა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მოხდა, მაგრამ არავინ დაშავებულა.

"სატვირთო ავტომობილი ახორციელებდა საქართველოს ფოსტის ტვირთის გადაზიდვას თურქეთის რესპუბლიკიდან თბილისში, ლილოს ტერმინალის მიმართულებით. სატვირთო ავტომობილი დატვირთული იყო პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო სააგიტაციო ნივთებით, კერძოდ – სარეკლამო მაისურებით. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი და დაადგინოს ხანძრის გამომწვევი მიზეზები", – ნათქვამია განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ნატახტართან ახლოს ავტომობილის დაწვის ფაქტი დაადასტურა. ცეცხლის ქრობის პროცესში სამი ეკიპაჟი მონაწილეობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×