რეზონანსი
13.10.2018

 (რეზონანსი) საპატრიარქოს წარმომადგენლები გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, კათოლიკოს პატრიარქის გადადგომისკენ მოწოდებენ უარყოფენ.

პროტოპრესვიტერის, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, გიორგი ზვიადაძის თქმით, დაუშვებელია პატრიარქს ვინმემ გადადგომა მოსთხოვოს.

"არავითარი სიმართლე ეს არ არის და ძალიან გთხოვთ, რომ ნუ ავრცელებთ ასეთ ამბებს. სირცხვილია, არ შეიძლება ასეთი რამ. როგორ შეიძლება, არავის არ აქვს უფლება, რომ საქართველოს პატრიარქს მოსთხოვოს გადადგომა, ეს არის წარმოუდგენელი და გაუგონარი არაეკლესიურობა, როგორ შეიძლება," - განაცხადა გიორგი ზვიადაძემ "რუსთავი 2"- თან.

თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილის განცხადებით, საქართველოს პატრიარქი ზეწოლის ქვეშ არის და მას გადადგომას აიძულებენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×