რეზონანსი
13.10.2018

 (რეზონანსი) ერაყის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქის შვილები თბილისში ჩამოიყვანეს. მათ აეროპორტში იუსტიციის მინისტრი თავის შვილთან ერთად დახვდა.

ერაყის სასამართლოს გადაწყვეტილებით 1993 წელს დაბადებულ საქართველოს მოქალაქე შ. ს-ს მისჯილი აქვს უვადო პატიმრობა, ერაყის რესპუბლიკაში ბრძოლებში დაღუპული რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ტერორიზმში ბრალდებული პირის მეუღლის სტატუსის გამო.

ტერორიზმში ბრალდებული პირი გარდაცვლილია, ხოლო ადგილობრივი კანონების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ბრალი მეუღლის სტატუსის ქონის გარდა სხვა არაფერში ედება, სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

ბაღდადში მდებარე ერაყის ქალთა ცენტრალურ ციხეში შ.ს-სთან ერთად სასჯელს იხდიან სხვადასხვა სახელმწიფოს (რუსეთის ფედერაციის, საფრანგეთის რესპუბლიკის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ყაზახეთის რესპუბლიკის და სხვ.) მოქალაქე ქალები შვილებთან ერთად, რომელთა რიცხვი რამდენიმე ასეულს აღწევს. მათ შორის საქართველოს მოქალაქე მხოლოდ შ.ს-ა, რომელიც დაბადებულია საქართველოში და მისი ოჯახი დღესაც საქართველოში ცხოვრობს.

ბავშვების საქართველოში გადმოყვანის საკითხი საჩქარო იყო იმის გამოც, რომ ერაყის კანონმდებლობის მიხედვით, მალე ასაკიდან გამომდინარე, მათ აღარ ექნებოდათ საპყრობილეში დედასთან ერთად ცხოვრების უფლება და ადგილობრივ ბავშვთა სახლში გადაიყვანდნენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×