რეზონანსი
13.10.2018

 (რეზონანსი) შავ ზღვაში პანამის დროშის ქვეშ მცურავი, ჯართი დატვირთული გემი ჩაიძირა. კატასტროფა ყირიმის ნახერვარკუნძულთან, ნაპირიდან 50 საზღვაო მილის მანძილზე მოხდა.

ეკიპაჟის 8 წევრი, რომელთაგან 2 თურქეთის და 6 აზერბაიჯანის მოქალაქეა, უვნებლად გადარჩნენ. ეკიპაჟმა მოასწრო და ტივის მეშვეობით გემი მიატოვა. ბერძნულმა გემმა ისინი ნოვოროსიისკის პორტის მიმართულებით წაიყვანა.

გემის ჩაძირვის სავარაუდოდ მიზეზად ჯართით გადატვირთვა სახელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×