რეზონანსი
13.10.2018

 (რეზონანსი) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ორი დაშავდა.

დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი. ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სტაბილურია და ისინი შესაბამის მკურნალობას გადიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×