რეზონანსი
13.10.2018

 (რეზონანსი) წლის მთავარი ლიტერატურული მოვლენა - "საბას" დაჯილდოების ცერემონია ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზში გაიმართა. საუკეთესო რომანის ტიტული წელს ლაშა ბუღაძის "პატარა ქვეყანამ" მიიღო.

ბიღუაძემ დამსწრე საზოაგდოებას სიტყვითაც მიმართა და ახლანდელი და წინა ხელისუფლება გააკრიტიკა.

"ქართველი მწერალი ყოველთვის დაიცავს სამართლიანობას. ხშირად შეიძლება ეს იყოს მიუღებელი კონკრეტული ადამიანებისათვის რომლებიც კონკრეტულ პრობლემებს ქმნიან ხოლმე საქართველოში მწერლებისთვის და ხშირ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა პარადოქსებით არის სავსე და მე ამ დღეების განმავლობაში ვუყურებ ადამიანებს, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებს რომლებიც კეკლუცობენ ხოლმე ხშირშემთხვევაში ქართველი პოეტების პლაკატებთან ერთად, მაშინ როდესაც იგივე ქართულმა ხელისუფლებამ არანაირი რეაგირება არ მოახდინა ზვიად რატიანის, დიდი ქართველი პოეტის თანამედროვეობის, დიდი ქართველი პოეტის ბედზე.

"დღეს აქ ზვიად რატიანის წიგნებს კითხულობენ, მაგრამ ზვიად რატიანს მოუხდა საქართველოდან წასვლა, ვინაიდან არანაირი სამართლებრივი რეაქცია არ მისცა საქართველოს ხელისუფლებამ და მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრმა. ეს ეხება ასევე ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებს რომლებიც ახლა კი კეკლუცობენ პოეტებთან. ასე, რომ ქართველი მწერალი თავის სიტყვას ყოველთვის იტყვის. პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, სიტყვა კი რჩება " - განაცხადა ლაშა ბუღაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×