რეზონანსი
13.10.2018

 13-15 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-14 ოქტომბერს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +24, +29 გრადუსის ფარგლებში იქნება.

13 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში იქნება მოიღრუბლება, ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია ნისლიც, ტემპერატურა 4-5 გრადუსით დაიკლებს.

14-15 ოქტომბერს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ქ. თბილისში 13 ოქტომბერს მოსალოდნელია მცირე წვიმა და ნისლი, ტემერატურა +17, +19 გრადუსი, ხოლო 14-15 ოქტომბერს ისევ თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსამდე მოიმატებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×