რეზონანსი
13.10.2018

 სურსათის უვნებლობის საკონსულტაციო ცენტრის ინფორმაციით "კარფურში" ვადაგასული თევზი იყიდება:

„მომხმარებელმა მოგვაწოდა ცივი, გაუყინავი, ნედლი კალმახის სურათები სარეალიზაციო ობიექტიდან. საქართველოში არსებული კანონმდებლობის მიხედვით აღნიშნული პროდუქტის რეალიზაციის ვადა არ შეესაბამება სურსათის უვნებლობის სტანდარტებს. ცივი, გაუყინავი თევზის შენახვის ვადა არის 48 სთ, თუმცა შესაძლებელია აკრედიტირებული ლაბორატორიის დასკვნის შედეგად ვადის გახანგრძლივება, თუკი ამას მწარმოებელ-რეალიზატორი დაადასტურებს…

"კარფურ ჯორჯიამ" იქნებ წარმოადგინოთ ის დოკუმენტი ან ლაბორატორიული დასკვნა,რის საფუძველზედაც აღნიშნული პროდუქტის რეალიზაციის ვადათ 2 კვირა გაქვთ მითითებული“, - აცხადებენ სურსათის უვნებლობის საკონსულტაციო ცენტრში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×