რეზონანსი
13.10.2018

 ათენში მოკლულმა 23 წლის სოფო წიკლაურმა სკოლა საქართველოში, კერძოდ კი რუსთავში დაამთავრა.

კერძო სკოლა "ლამპარში" სოფო წიკლაურს მისი პედაგოგები იხსენებენ და აღნიშნავენ, რომ ის არ ყოფილა კონფლიქტური, უფრო ხშირად კარგი განწყობით იქცევდა ყურადღებას და ცდილობდა თანაკლასელებთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონოდა.

ინგლისური ენის პედაგოგი "ინფორუსთავათან" აღნიშნავს, რომ სოფო საოცარი გოგო იყო თავისი სამყაროთი. "სწორედ ასეთი წავიდა საბერძნეთში დედასთან. ცრემლებს ძლივს ვიკავებ და გულზე კი ლოდივით მადევს სევდა", - განაცხადა პედაგოგმა.

სოფო წიკლაურმა სკოლა "ლამპარი 2012 წელს დაამთავრა. შემდეგ კი მალევე საბერძნეთში დედასთან გაემგზავრა. 2 დღის წინ კი ის წამებით მოკლეს. მას სოფოს 2 თვის ბავშვი და მეუღლე დარჩა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×