რეზონანსი
12.10.2018

 თიანეთის მერი, თამაზ მეჭიაური პროკურატურას პარლამენტის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის ქონებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. მერი ამტკიცებს, რომ ქუცნაშვილმა მიწები მიიტაცა და ტენდერების გზით დიდი ფული იშოვა. თავის მხრივ იგივე ბრალდება აქვს უმრავლესობის დეპუტატს თიანეთის მერის მიმართ.

თიანეთის მერიაში კი აცხადებენ, რომ ქუცნაშვილები თიანეთში ჰექტრობით მიწის გაფორმებას ითხოვენ. საუბარია ტერიტორიებზე, რომელიც, მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მათი ოჯახის მფლობელობაში არასოდეს ყოფილა, ახლა კი ვაშლის ბაღები აქვთ გაშენებული.

თიანეთის მერიაში ირწმუნებიან, რომ კიდევ ერთ მიწის ნაკვეთზე ლაუნჯი დეპუტატს უნებართვოდ აქვს აშენებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×