რეზონანსი
12.10.2018

 სამომხმარებლო  დაკრედიტების  ნოემბრის დებულება  არ გადავადდება, რადგან  გაუმკაცრებელი პირობების შენარჩუნების ყოველი თვე  ჭარბვალიანობის  ახალ მოკლევადიან რისკებს აჩენს.  7 მაისის ცვლილების შემდეგ  ბანკი, მიკროსაფინანსო და ლომბარდი მსესხებელზე პროდუქტის მორგებას მაქსიმალურად ცდილობს.

რეფორმატორები აცხადებენ, რომ სესხები საცალოს სტატუსით ნოემბრიდან შეიზღუდება, მაგრამ  „რამეს მოიფიქრებენ“.  შინამეურნეობების შემდეგ, რეგულაციების ჯერი კორპორაციულზე მიდგება.

დამოუკიდებელი ექსპერტები  მსურველებს სესხის  1-ელ ნოემბრამდე  აღებას ურჩევენ. იმის გათვალისწინებით, რომ ნოემბრიდან  თუ მსესხებლის შემოსავალი  სესხის საჭირო მოცულობას ვერ დააკმაყოფილებს,   თანამსესხებელი გახდება საჭირო, რაზეც  ახალ დებულებაში ასევე შეზღუდვაა.   ტვირთი მხოლოდ „ერთ ჭერქვეშ“ მცხოვრებლებს შეუძლიათ გაიზიარონ.  როგორ  იმუშავებს პრაქტიკაში ეს მუხლი  ნოემბერში გამოჩნდება. ისიც,  მოიტყუებს თუ არა ბანკი თავს და დაუჯერებს კლიენტს, რომ თანამსესხებელთან „სარეცელს იზიარებს“.

წყარო: "ჯიბისი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×