რეზონანსი
12.10.2018

 თბილისში ტაქსით მომსახურების 54 ნებართვა ქალ მძღოლებზეა გაცემული. ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განაცხადა. რაც შეეხება ზოგადად ტაქსის მძღოლებზე გაცემულ ნებართვებს, დღეის მდგომარეობით, 18 030 ლიცენზიაა გაცემული.

რაც შეეხება ჯარიმებს, მუმლაძის ინფორმაციით, ლიცენზიის გარეშე ტაქსით მომსახურებისთვის 100-ზე მეტ მძღოლს საპატრულო პოლიციამ 200-ლარიანი ჯარიმა უკვე გამოუწერა.

ცნობისთვის, 2018 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დედაქალაქში ტაქსით მომსახურება ლიცენზიის გარეშე იკრძალება. ნებართვის აღება მძღოლებს თბილისის ტაქსის ვებ-გვერდის, იუსტიციის სახლისა და რაიონული გამგეობების დახმარებით შეუძლიათ.

"ბიპიენის" ცნობით, ლიცენზიის საფასური ჩვეულებრივი შიდაწვისძრავიანი ავტომობილებისთვის 100 ლარი,

ჰიბრიდებისთვის 50 ლარი, ხოლო ელექტრო ავტომობილებისთვის უფასოა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×