რეზონანსი
12.10.2018

 (რეზონანსი) ცოტა ხნის წინ თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ელიავას ბაზრობასთან ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა. არსებული ცნობით, დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, მოძრაობა შეფერხებული იყო. ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბტიგადები, ასევე, საპატრულო პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×