რეზონანსი
11.10.2018

 რესპუბლიკური პარტიის წევრ ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, ფრანქფრურტში მიმდინარე წიგნის ბაზრობის მსვლელობისას მასთან მიხეილ სააკაშვილი მივიდა და მოუბოდიშა. ამის შესახებ ბერძენიშვილის სოციალურ ქსელში წერს.

“ვზივარ ჩემთვის ფრანკფურტში, მოვიდა სააკაშვილი, საჯაროდ მომიბოდიშა, საქართველოსთვის თავდადებული მებრძოლი მიწოდა და წავიდა. აღარ ვარ რუსეთის საელჩოსთან “შნურით” მიბმული" – წერს ბერძენიშვილი.

გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში მიმდინარე წიგნის ბაზრობას მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×