რეზონანსი
11.10.2018

 საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა.

"ისმის ძალიან ბევრი ლანძღვა-გინება ყველა ფორმით, რამაც მიიღო სისტემატური ხასიათი. ჩვენ ყველა შეხვედრაზე იმართება პატარ-პატარა საპროტესტო აქციები, რასაც ჩვენი მედია აქცევს ყველაზე დიდ ყურადღებას. ამას ემატება ნიკა გვარამიას პირველი განცხადება, რომლითაც ყველა ჩემ მხარდამჭერს ემუქრებოდა, რომ დაგიმახსოვრებთ და გაგრიყავთ საზოგადოებიდან, ეკონომიკიდან და ბიზნესიდანო.

ამას მოჰყვა ტელეკომპანია “პირველზე” ჩემი შტაბის წარმომადგენელ მაია ცაბოშვილის გამოსვლა, რომლის მიმდინარეობისას ამ ტელევიზიის ვებ გვერდზე წერენ კომენტარებს, რომ ვესროლოთ კვერცხები და პომიდვრები. ასევე წერენ, ამ მოღალატეს ხომ უნდა გამოჭრა ყელი და ნახო როგორ ჩაძაღლდება, ეს არის შედეგი ამ სიძულვილის ენის, რომელიც არის გავრცელებული ყველანაირად. მინდა ყველას მოვუწოდო მშვიდობისკენ, რადგან დაპირისპირება არაფრის მომცემი არ არის" – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×