რეზონანსი
11.10.2018

 (რეზონანსი) ცნობილმა ბლოგერმა და მოგზაურმა არტურ პოპადოს შიგაპოვმა ოკუპირებულ აფხაზეთში იმოგზაურა და ამის შესახებ ბლოგიც დაწერა, სახელწოდებით "ნამდვილი ქვეყანა 404" ("შეუმდგარი სახელმწიფო").

მოგზაური აფხაზეთში სოხუმის დაცემის 25 წლისთავზე იყო ჩასული, ამ დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. დამოუკიდებლობის დღეს უწოდებენ და ზეიმობენ. არტურ პოპადოს შიგაპოვის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ დამოუკიდებლობა მოიპოვეს, სახელმწიფოს ასაშენებლად საკმარისი ძალა არ აღმოაჩნდათ.

ბლოგერის თქმით, აფხაზები "განწირულები არიან, მათ ან რუსეთი შთანთქავს ან საქართველო". ავტორი დასძენს, რომ ასეთი მოსაზრება ყველა ნორმალურ ადამიანს გაუჩნდება, ვინც "შავიზღვისპირეთში მდებარე კვაზისახელმწიფოში იმოგზაურებს, რომელსაც ფაქტობრივად არავინ აღიარებს"

"ჩემი აზრით, მათ უნდა დაივიწყონ წარსული დავა და საქართველოს შემადგენლობაში დაბრუდნენ", რადგან რუსეთს ისინი არ აინტერესებს. ავტორის თქმით, აფხაზეთში ინვესტიციები არ ჩაიდება, საქართველოსთან ერთად კი ოკუპირებულ რეგიონს შესაძლებლობა აქვს გაიმეოროს "ქართული სასწაული" და აღადგინოს კანონის ძალა და ეკონომიკური მდგომარეობა გამოასწოროს.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×