რეზონანსი
11.10.2018

 (რეზონანსი) შავი ზღვის საზღვაო პორტის" საერთაშორისო გამშვებ პუნქტზე, უკრაინელმა მესაზღვრეებმა ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ოდესის ოლქის მესაზღვრეებმა და სხვა ძალოვანი უწყებების წარმოამდგენლებმა ქართველი კრიმინალი ერთ-ერთი რეისიდან ჩასვლის დროს დააკავეს. როგროც ირკვევა, სამართალდამცველების ყურადღება მისმა ნერვულმა ქცევამ მიიპყრო. საბუთების შემოწმებისას კი გაირკვა, რომ ის საქართველოს მოქალაქეა, 48 წლის, რომელიც 28 წელი პატიმარი იყო.

უკრაინული მხარე დაკავებული მოქალაქის ვინაობას არ ასაჯაროებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×