რეზონანსი
11.10.2018

 „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ გაურკვეველი ფეისბუქ-გვერდები მოქმედებენ, რომლებიც მმაართველი პარტიის მიერაა მხარდაჭერილი.

მას საპასუხო განცხადებით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი გაჩეჩილაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მსგავსი რაღაცები დეპუტატებზეც ხდება:

"ბატონ ბენიძეს მინდა ვთხოვო, შევიდეს იმ ფეისბუქ გვერდებზე, რომელსც არც სახელი აქვს, არც არაფერი და ნახოს ის კარიკატურები, რომლებიც პირადად ჩემს მიმართ არის. ხან ტიტველი ვარ, ხან სხვა თავი მაქვს და ხან სხვა რაღაცა. ვეკითხები გაკეთებულია ეს?" – გაანაცხადა გაჩეჩილაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×