რეზონანსი
11.10.2018

 „ომეგა 2″-ის დირექტორმა გიორგი ქურდაძემ სენსაციური განცხადება გააკეთა. იგი ადასტურებს ლევან ყიფიანის ცემის ფაქტს. მან პირადად ნახა ნაცემი ყიფიანი, რომელმაც თქვა, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება ფარცხალაძემ განახორციელა. მიზეზი – 4 მილიონი ლარის მიტანის დაგვიანება. მისი თქმით, „ომეგას“ ხელმძღვანელობას თავიდან ამ თანხის გადახდა არ სურდა.

“ის გვაშანტაჟებდა, რომ ფული აუცილებლად მიგვეტანა. ფიზიკური შეურაცხყოფა – როგორც თვითონ ამბობდა. პირადად ჩემთან აქვს მონაყოლი, ნათქვამი, ყველაფერი დეტალებში. ყვებოდა თუ როგორ მივიდა, სცემეს, შეურაცხყოფა მიაყენეს. იმ საღამოსაც იყო მოსული, პირადად ვნახე ყიფიანი მართლა ნაცემი იყო. შუბლზე ჰქონდა დიდი წითელი ზოლი და სახეზეც ეტყობოდა ნაცემი რომ იყო. ის ოთარ ფარცხალაძეს ადანაშაულებდა.  ის ამბობდა, რომ ეს ფული უნდა მისულიყო ბიძინა ივანიშვილთან, ეს იყო მისი სიტყვები და არა ჩემი“, – განაცხადა გიორგი ქურდაძემ.

„პირველ დღეს მივედით დაახლოებით 14:00 საათზე, მეორე დღეს, როდესაც თანხის ნაწილი გამოვიტანეთ, 781 000 დოლარი, 40 წუთში გამოვიტანეთ ის თანხა. პირველ დღეს, სანამ გაირკვეოდა, რომ თანხა უნდა გაცემულიყო და ხდებოდა კანონის დარღვევა, ხდებოდა გარკვევა, თუ ვის უნდა აეღო თავის თავზე, მაშინ ყიფიანს მოუწია 5-6 საათი ჩვენთან ერთად ყოფნა და ის „აგვარებდა“ ამ საქმეს, რეკავდა, ამბობდა, რომ ჩვენი წასვლა იქიდან არ შეიძლებოდა“, – განაცხადა ქურდაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×