რეზონანსი
11.10.2018

 პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ პირდაპირ განაცხადა, რომ 20 ოქტომბერს მარიხუანას ლეგალიზების ფესტივალი უნდა მოაწყონ.

მისი თქმით, ეს ფესტივალი საზოგადოებას, მათ შორის, შეშინებულ ნაწილს ყველაზე ნათლად აჩვენებს, რაზეა საუბარი, ასე გავეშებით რას ვებრძვით და ასეთ დროს სწორი გამოსავალი რა იქნება.

„სხვა გამოსავალი არ გვაქვს, რადგან არჩევნების შემდეგ ამის შანსი ნაკლებია. არჩევნებამდე ნებისმიერ საკითხზე ბევრად მეტი უსაფრთხოება გვაქვს და პრეზიდენტობის კანდიდატს, ზურაბ ჯაფარიძეს არ დაიჭერენ. ღმერთმა ნუ ქნას, მოხდეს იმის შესრულება, რასაც პარტიები მარიხუანაზე გვპირდებიან“, – განაცხადა ხვიჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×