რეზონანსი
10.10.2018

 მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ასურეთში რებილიტაციის მეორე ფაზა მიმდინარეობს, რომელიც ე.წ კირხეს რეაბილიტაციას გულისხმობს და XIX საუკუნეში, ასურეთში მცხოვრები გერმანელების მიერ აგებული ეკლესიის, სამი საცხოვრებელი სახლისა და სასაფლაოს აღდგენას მოიცავს. 

ფონდის ხელმძღვანელის გიორგი შენგელიას თქმით, სარეაბილიტაციო ნუსხაშია ადგილობრივი დასახლებისთვის დამახასიათებელი სასაფლაო. 

"ტურისტული ინტერესი რა თქმა უნდა იქნება. ჩვენ თუ მნიშვნელოვან ატრაქციად გვაქვს ხევსურეთში საძვალეები, რაც ტურისტებს იზიდავს, ვფიქრობთ მისი განსხვავებულობიდან გამომდინარე ტურისტებს ესეც დააინტერესებთ", - განაცხადა გიორგი შენგელიამ "საქმიან დილაში". 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, ასურეთი ბიზნესისთვისაც საინტერესო საინვესტიციო ადგილი იქნება. მისივე განცხადებით, გერმანული სტილის ხის ჩანართებიანი სახლების გარე ფასადები შეკეთდება და ამ მხრივ ადგილობრივ მაცხოვრებლებთან მოლაპარაკებები დასრულებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×