რეზონანსი
10.10.2018

 სიღნაღის ისტორიული გალავნის ერთ-ერთი შესასვლელის ბეტონით შელესვის გამო მერია, სავარაუდოდ, 15 000 ლარით დაჯარიმდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბექა ბარამიძე არ გამორიცხავს, რომ საქმე პროკურატურასაც გადაეცეს. 

"კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის სიღნაღში გაემგზავრნენ და საკითხს ადგილზე შეისწავლიან. დაუშვებელია ძეგლის ბეტონით შელესვა და მასზე ნებისმიერი მიშენება. თუ გალავანი ბეტონით მერიის ნებართვით შეილესა, მაშინ თვითმმართველი ერთეული დაჯარიმდება 15 000 ლარით. თუ ძეგლი დაზიანებულია, არ არის გამორიცხული, რომ საქმე პროკურატურას გადაეცეს", - განუცხადა "პრაიმტაიმს" ბექა ბარამიძემ.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ისტორიულ გალავნის ნაწილი ბეტონით შელესეს. სოციალურ ქსელში ფოტოები მოქალაქე მარიამ ყიასაშვილმა გაავრცელა. ფოტოებმა მოქალაქეების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ისინი ამბობენ, რომ კონსტრუქცია ძეგლის იერსახეს მნიშვნელოვნად ამახინჯებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×