რეზონანსი
10.10.2018

 „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სპეციალურ მიმართვას ავრცელებს:

"ქართული მარში" მზადაა სამართლებრივად და ფიზიკურადაც დაიცვას რუსთავი-2-ის ჩვენი თანმემამულე ჟურნალისტები,რომლებიც ე.წ. ჩინელი ინვესტორების მიერ განხორციელებული ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. ამის პატიება არ შეიძლება. მიუხედავად "ქართული მარშის" და "რუსთვი-2"-ის დაძაბული ურთიერთობისა, ჩვენ ვერავის მივცემთ უფლებას ფიზიკურად შეურცხყონ ჩვენი თანამემამულეები.

ვერსად სხვაგან და განსაკუთრებით ქართულ მიწაზე ვერც ერთი უცხოელი ვერ უნდა ბედავდეს ასეთ ძალადობას. ამავე დროს, ჩინელი კრიმინალების მიერ ჟურნალისტების ცემის ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს "ქართული მარშის" პოზიციის სისწორეს, რომ უცხოელი მუშახელის, არალეგალების მოზღვავება წარმოშობს დიდ კრიმინლურ პრობლემებს,ხოლო ისინი ვინც ამ კრიმინალებს იცავდა, თავად გახდა მათი მსხვერპლი.

წინასწარ ვიცი-ნიკა გვარამია გამოვა და იტყვის ფაშისტების დახმარება არ გვჭირდებაო, რადგან მის მაგვარებს ურჩევნიათ ცემონ, გააუპატიურონ, შეურაცხყონ იმის სანაცვლოდ, რომ ფული მიიღონ, თუმცა ჩვენი დახმარება სრულიად გულწრფელია!“ - წერს სანდრო ბრეგაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×