რეზონანსი
10.10.2018

 (რეზონანსი) სამოქალაქო მოძრაობამ "რუსეთი ოკუპანტია" გორის მერიასთან აქცია-პერფორმანსი მოაწყო. აქციის მონაწილეებმა მერიის კიბეებზე საკენკი და ფუნა დაყარეს. მათ საყვირებით გააპროტესტეს გორის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადება აგვისტოს ომთან დაკავშირებით. თავზარაშვილმა საქართველო აგვისტოს ომის დაწყებაში დაადანაშაულა.

აქციის მონაწილეები მერისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფართომასშტაბიან აქციებს მისი გადადგომის მოთხოვნით გამართავენ.

აქციის მონაწილეებს მერი არ შეხვდა, როგორც მათ მერიაში უთხრეს, თავზარაშვილი შენობაში არ არის.

"დაგვემალა და არ შეგვხვდა.ველოდებით 6საათამდე და მერე სახლში მივადგებით.რადგან იმის თქმით რომ.ომი საქართველომ.დაიწყო მან პუტინის პოლიტიკას დაეთანხმა და შეურაცხყო ჩვენი სახლი - ჩვენი საქართველო", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×