რეზონანსი
10.10.2018

თემ­ქა­ზე მოკ­ლუ­ლი 20 წლის ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლის მა­მამ, მა­მუ­კა ნაც­ვლიშ­ვილ­მა შს მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას­თან შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ დაადასტურა, რომ მან მი­ნის­ტრის­გან მო­ი­თხო­ვა მისი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ლადო გრი­გა­ლაშ­ვი­ლის მა­მის სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

"ლადო გრი­გა­ლაშ­ვი­ლის მამა დღე­საც მუ­შა­ობს სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბა­ში. ის მუ­შა­ობს მეტ­რო­ში პო­ლი­ცი­ე­ლად და მათ ევა­ლე­ბათ კონ­ტრო­ლი, ხომ არ აქვს მო­ქა­ლა­ქეს უკა­ნო­ნო ნივ­თი ანდა დანა გაქვს. მას არ აქვს მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა ვინ­მე და­ა­ჯა­რი­მოს და­ნის ტა­რე­ბის გამო, რად­გან მის­მა შვილ­მა 25- სან­ტი­მეტ­რი­ა­ნი დანა გა­მო­ი­ყე­ნა.

მე ვი­თხოვ მის სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. მი­ნის­ტრმა გულ­დას­მით მო­მის­მი­ნა და შემ­პირ­და, რომ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­ერ­კვე­ვა. მჯე­რა, რომ სა­ჩე­მოდ გა­ერ­კვე­ვა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში", - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ნაც­ვლიშ­ვილ­მა.

ამას­თან, ნაც­ვლიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ლადო გრი­გა­ლაშ­ვი­ლის მა­მას გა­მო­ძი­ე­ბა­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის მოხ­დე­ნა არ შე­უძ­ლია და მისი მო­თხოვ­ნა მხო­ლოდ მო­რა­ლუ­რი კუ­თხით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×