(რეზონანსი) სომეხი კომიკოსი და შოუმენი ჰაიკ მარუტიანი სოხეთის დედაქალაქის მერი გახდა. ერევნის მერის ინაუგურაცია 13 ოქტომბერს შედგება. დღეს მარუტიანმა ქალაქის უხუცესთა საბჭოსთან პირველი შეხვედრა გამართა:
„ჩვენ გაგვიჩნდა ისტორიული შესაძლებლობა ავასრულოთ ის ოცნებები, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა. ჩვენ გავაკეთებთ ისე, რომ ჩვენი მოქალაქეები იღიმებოდნენ ყოველ წუთს და ყოველ დღე."- განაცხადა მარუტიანმა.
მისი თქმით, უხუცესთა საბჭოს წევრების პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ყველა მათგანი ქალაქის სასიკეთოდ ერთად იმუშავებს.
მარუტიანმა დედაქალაქის მერის პოსტი უხუცესთა საბჭოს რიგგარეშე არჩევნების შედგეად დაიკავა, რომელზეც გამარკვება ბლოკმა „ჩემი ნაბიჯი" მოიპოვა, რომელსა მხარს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი უჭერს. ამ პოლიტიკურ გაერთიანებას მხარი ამომრჩეველთა 81%-მა დაუჭირა, რის შედეგადაც მარუტიანი დედაქალაქის მერი ავტომატურად გახდა.