რეზონანსი
10.10.2018

 (რეზონანსი) არასდროს ვიქნები მარიხუანას ლეგა​ლიზების მომხრე-განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მარნეულში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ მარიხუანას ლეგალიზების საკითხზე მის პოზიციასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.

„ვრცელდება არასწორი ინფორმაცია. მე არ ვარ და არასდროს ვიქნები მარიხუანას ლეგა​ლიზების მომხრე. მე ვარ დედა და ბევრი დედა მოვიდა ჩემთან ამ საკითხით. მე ვიზიარებ მათ მწუხარებას. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნის მომავალი არიან ახალგაზრდები. ახალგაზრდები ზოგჯერ უნდა დავიცვათ საკუთარი თავისგანაც და მე ვიქნები ის პრეზიდენტი, ვინც ამას გააკეთებს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×