რეზონანსი
10.10.2018

 (რეზონანსი) ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის „მასტერსზე" მერვედფინალში გადასასვლელი შეხვედრა, გერმანელ ალექსანდრ ზვერევთან წააგო.

ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგის მე-5 ჩოგანს გერმანიის წარმომადგენელ ალექსანდერ ზვერევს შეხვდა. დაპირისპირება 1 საათი და 33 წუთი გაგრძელდა ბასილაშვილი ორ სეტში 5:7, 4:6 დამარცხდა.

ზვერევი შანხაის „მასტერსის" მერვედფინალში გავიდა.

ნიკოლოზ ტურნირს გამოეთიშა, ის წყვილთა თანრიგში არ მონაწილეობდა. მან ტურნირზე 45 სარეიტინგო ქულა და 46 745 დოლარი გამოიმუშავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×