რეზონანსი
10.10.2018

 (რეზონანსი) მაია ოთინაშვილის შვილი, გიორგი მაყიშვილი გორის ღია პირველობაზეკრივში ჩემპიონი გახდა. ამის შესახებ განცხადებას შერიგებისა დასამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გააკეთა. ინფორმაციას შიდა ქართლისსაინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

,,გიორგიმ, ამ პატარა და ყოჩაღმა ბიჭმა კი, დედის უკანონო პატიმრობაში ყოფნის დროს, გორის ღია ჩემპიონატიმოიგო კრივში და მონატრებულ დედას ასეთი წარმატებით დახვდა" - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

9 ოქტომბერს რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან უკანონოდ დაკავებული მაია ოთინაშვილი პატიმრობიდანგაათავისუფლეს. 37 წლის მაია ოთინაშვილი ოკუპანტებმა გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფელ ახალიხურვალეთიდან 29 სექტემბერს გაიტაცეს. ოთხი დღის განმავლობაში მის შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ იყო.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×