"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური აცხადებს, რომ ხელისუფლება მესამე სექტორის დისკრედიტაციას ცდილობს.
"მთლიანად "ქართული ოცნება", დაწყებული პარლამენტის თავმჯდომარით და დამთავრებული რიგითი დეპუტატით, ჩართული არის იმაში, რომ გადაეფაროს ფარცხალაძეს, ჩხარტიშვილს და ივანიშვილს და მათი პასუხისმგებლობა არ დადგეს იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარეობდა ჩანაწერებში,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა "არჩევანის" ეთერში.
გიგაურის თქმით, ოთარ ფარცხალაძეს ხელით ეხება თანამდებობის პირებს სცემს, მათ შორის მოქმედს. "არის ინფორმაციების რომ სხვებიც ჰყავს ნაცემი... ადამიანი დადის და ადამიანებს სცემს და ამაზე პასუხი არ უნდა გასცენ? პარლამენტის თავმჯდომარე კი იცავს ვიღაც კრიმინალს, ეს ხომ ყველაფერი ფარსია", - განაცხადა გიგაურმა.